თელავში შექმნილი სასმელი წყლის დეფიციტის გამო, კერძო პირებმა სასმელი წყლის გაყიდვა დაიწყეს

თელავში შექმნილი სასმელი წყლის დეფიციტის გამო, კერძო პირებმა სასმელი წყლის გაყიდვა დაიწყეს. შესაბამისი სერვისის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა.

სერვისის ერთ-ერთი მფლობელი, ირაკლი ვარდოშვილი აცხადებს:

„ასეთი მომსახურების დანერგვა წყლის მუდმივი დეფიციტის გამო დაიწყო. მაქვს ავტომობილი, რომლითაც რეზერვუარით წყლის ადგილამდე მიტანა შემიძლია.  სასმელ წყალს თელავში, საზოგადოებრივ ადგილებში არსებული წყაროებიდან ვიღებ.

ძლიერი ყინვის გამო დრენაჟებში წყლის შემოდინებამ ძალიან დაიკლო. განსაკუთრებული პრობლემა თელავში, კავკასიონის დასახლებაში შეიქმნა, სადაც მაღალსართულიანი კორპუსებია. ვისაც ძალიან უჭირს, ცისტერნებით მიგვაქვს წყალი“.

თელავში სასმელი წყალი მოსახლეობას გრაფიკით, დღეგამოშვებით, სამი საათის განმავლობაში მიეწოდება. ძლიერი ყინვების გამო, მომხმარებლები გრაფიკით გათვალისწინებულ წყალსაც ვეღარ იღებენ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავის წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო.

3 თებერვალს შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გრიგოლ მანდარიამ და შპს „ჰიდროგეოს“ დირექტორმა ამირან მამუკაშვილმა.

კომპანიის თელავის სერვისცენტრის დირექტორი თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

პროექტის განსახორციელებლად 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

კომენტარები