თელავში 900-წლოვანი ჭადარი გახმობის პირასაა

ყველაზე დიდი ისტორიული ჭადრის ხე თელავშია, 900-წლოვანი ჭადარი ქალაქის ცენტრში, ისტორიულ უბანში, ერეკე II-ს მონუმენტის წინ დგას. მისი გარშემოწერილობა 12 მეტრს აღწევს, სიმაღლე  40 მეტრია. რამდენიმე წელია 900-წლოვანმა ჭადარმა გახმობა დაიწყო.

-„პრობლემის მოგვარებისთვის მიმდინარეობს საკითხის განხილვა,  კონკრეტული სამუშაოები ამ დროისთვის დაწყებული არ არის“, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
-„სამწუხაროდ მისი გადარჩენა შეუძლებელია, ამჟამად რაც შეგვიძლია,  არის ის, რომ სიცოცხლის რაღაც დრო განვუხანგრძლივოთ, თუმცა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს,  ახლო მომავალში ჭადარი  შეწყვეტს არსებობას”,- აცხადებენ გარემოს დამცველები.

ჭადრის გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არის იმ შემთხვევაში, თუ სპეციალისტების ჩართულობით, ხის ფესვთა სისტემას მკურნალობა დროულად ჩაუტარდება. თელავის მერიამ, გასულ წელს, საუკუნოვანი ხისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გერმანიიდან სპეციალისტი ჩამოიყვანა, რომელმაც გამოკვლევები და პირველადი მკურნლობის პროცედურები ადგილზე ჩაუტარა.

კომენტარები