თელავში PCR ლაბორატორიის მშენებლობა მიმდინარეობს

თელავში PCR ლაბორატორიის მშენებლობა მიმდინარეობს, მშნებლობა 2021 წლის მაისში დასრულდება.

-„შენდება სახელმწიფო სახსრებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაკვეთით. მისი ძირითადი მიზანი PCR ლაბორატორიის მოწყობაა, რომელსაც განსაკუთრებული საინჟინრო, ლაბორატორიული და ბიოუსაფრთხოების სტანდარტები სჭირდება.
მშენებლობის დასრულება დაგეგმილია მეორე კვარტლის ბოლოს, შემდეგ დაიწყება აპარატურით აღჭურვის და დამონტაჟების სამუშაოები. აპარატურის ნაწილი შეძენილია , არის  ლუგარის ცენტრში, ნაწილი შეკვეთილია და ჩამოვა. მის მშენებლობაზე აპარატურის გარეშე
დაახლოებით 220 ათას ლარამდე დაიხარჯება”,- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა.

კომენტარები