თელ ავივის მიმართულებით რამდენიმე ავიაკომპანია ფრენებს

რამდენიმე ავიაკომპანია თელ ავივის მიმართულებით ფრენებს დროებით წყვეტს.

გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“, კონფლიქტის ესკალაციის გამო, 14 მაისს თელ ავივში ყველა რეისი გააუქმა.

”Lufthansa ყურადღებით აკვირდება ისრაელში არსებულ ვითარებას, აგრძელებს მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებას ხელისუფლებასთან, უსაფრთხოების სამსახურებთან და საკუთარ პერსონალთან,” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

თელ ავივში და თელ ავივიდან რეისები გააუქმა „ბრითიშ ეარვეისმაც“.

-„ჩვენი კოლეგების და მომხმარებლების უსაფრთხოება ყოველთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს”, – აღნიშნულია ბრიტანული ავიაკომპანიის განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, – ისრაელმა ბენგურინის აეროპორტიდან რეისები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ეილატთან მდებარე რამონის აეროპორტში გადაამისამართა.

გამოცემა „ჰაარეცის“ ცნობით, ფრენები გააუქმეს ავაიაკომპანიებმა „დელტამ“, „გაერთიანებულმა ავიახაზებმა“, ავსტრიის ავიახაზებმა.

ახლო აღმოსავლეთში 2014 წლიდან ისრაელსა და პალესტინას შორის ყველაზე მასშტაბური კონფლიქტი დაიწყო. იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების შემდეგ დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშების განხორციელება დაიწყო. ისრაელის ძალები კი პალესტინის მიმართ ავია იერიშებს ახორციელებს. არიან დაღუპულები.

კომენტარები