თენგიზ ცერცვაძე: „გადაადგილებაზე შეზღუდვა მიმდინარე თვეში“

-„მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა მოსახლეობის შეკვეთა და საზოგადოების განწყობა. ელემენტარულად, ადამიანებს მოენატრათ ნორმალური ცხოვრება, სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მეგობრებთან შეხვედრა, ამიტომაც მცირდება შეზღუდვები. ერთადერთი შეზღუდვა ახლა კომენდანტის საათი. განიხილება მისი მოხსნაც. ეს გარკვეულწილად არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზეა დამოკიდებულია. ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ ამის საშუალებას თუ მოგვცემს, მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს დაღმავალი ტრენდი და ასეთ შემთხვევაში, ის ერთადერთი შეზღუდვაც, რაც არის კომენდანტის საათი, მოიხსნება. უნდა ვიყოთ რეალისტები. დავაკვირდეთ, რა ხდება მსოფლიოში. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაცია უფრო ფართომასშტაბიანად ჩატარდა, კლების შემდეგ მატება შეინიშნება.ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, ურუგვაიში, რუსეთში. მსოფლიოში სტაბილური არ არის ჯერ სიტუაცია, არის კლება, მაგრამ რყევებით“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები