თენგიზ ცერცვაძე – „გადატანილი კოვიდი ინგლისური შტამისგანაც იცავს – საქართველოში ნახევარზე მეტი“

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა:

-„რეინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე. ზუსტად არ ვიცი, ეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა იცის, მაგრამ 10-დან 15 შემთხვევაზე მეტი არ არის, ეს ძალიან ცოტაა. ეს იმის ერთ-ერთი არგუმენტია, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ინგლისური შტამისგანაც, რადგან ჩვენთან ნახევარზე მეტი ინგლისური შტამია და რეინფიცირება სულ, 10 თუ 15 შემთხვევაა. რაც შეეხება ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირებას, ასეთი შემთხვევები არის, ეს არ შემისწავლია, მაგრამ რაც ვიცი, სულ 2 თუ 3 შემთხვევაა“, – განაცხადა ცერცვაძემ

კომენტარები