თენგიზ ცერცვაძე – „ერთ-ერთი სერიოზული გართულება, ეს არის თრომბოებოლია – უსიმპტომო პაციენტებმა სისხლის გამათხელებელი საშუალებები თვითნებურად არ უნდა მიიღონ“

 

-„ერთ-ერთი სერიოზული გართულება, რომელიც იშვიათად, თუმცა, შესაძლოა, მაინც განვითარდეს, საბედნიეროდ, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, ეს არის თრომბოებოლია. „კოვიდ 19“-ის ერთ-ერთი ვერაგი თვისება არის, – ის მოქმედებს ნეგატიურად სისხლის შემდედებელ სისტემაზე, ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნას, მათ შორის უსიმპტომო ავადმყოფებშიც.

პაციენტი მიეკუთვნება რისკის ჯგუფებს თრომბოებოლიური გართულებისთვის, თუ ესენი არიან 40 წელს, განსაკუთრებით კი 50 წელს გადაცილებული ადამიანები, თუ მათ აქვთ ვენის ვარიკოზი, ანამნეზში ჰქონდათ ან ოჯახის წვერებს ჰქონდათ თრომბოებოლიური გართულება, ან აქვთ რაიმე ტრავმა განსაკუთრებით ქვემო კიდურების და ხერხემლის არეში. რისკ ფაქტორი არის ასევე ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი და სხვა. სასურველია გამოკვლევა ე.წ. D-დიმერის, სწორედ ამაზე ვამბობდი, – სამინისტროში შევიტანეთ მინიმალური პაკეტი სისხლის საერთო ანალიზის და D-დიმერის განსაზღვრაზე, ახლა უკვე მიდის ამის საკანონმდებლო უზრუნველყოფა. ჯერჯერობით ამის გაკეთება მოხდება კოვიდსასტუმროში. ონლაინ ექიმები შეეცდებიან, ვინც დატვრთულია ასეთი ანამნეზით, – მომატებული რისკი აქვს, ის სასტუმროში მოახვედრონ, სახლში ისინი დატოვონ, ვისაც ეს რისკფაქტორები არ აქვს. მომავალში გათვალისწინებულია სახლშიც.

მოქალაქეები თრომბოებოლიის პრევენციისთვის იყენებენ. სისხლის გამათხელებელი საშუალებების ექიმის გარეშე მიღება რეკომენდირებული არ არის,

მომდის ინფორმაცია, – პაციენტები იმარაგებენ კარდიოასპირინს, კარდიომაგნილს, ტრომბოასპირინს, ან სვამენ ე.წ. სისხლის გამათხელებელ საშუალებებს ექიმის დანიშნულების გარეშე. ამის რეკომენდაციას ვერ მივცემთ. არავითარი სისხლის გამათხელებელი საშუალებები თვითნებურად არ უნდა მიიღონ, მხოლოდ ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს, კონკრეტულად ამ პაციენტმა რომელი გამათხელებელი უნდა მიიღოს. მაგალითად, ასპირინის პრეპარატები მოქმედებს მხოლოდ ტრომბოციტების რგოლზე და სხვა ფაქტორებზე არ მოქმედებს. მინდა მივმართო ერთი რეკომენდაციით, იმ პაციენტებმა, რომელთაც კარდიოასპირინი, კარდიომაგნილი, ტრომბოასპირინი ჰქონდათ დანიშნული მისი მკურნალი ექიმის მიერ სხვა ქრონიკული დაავადებების გამო და თუ ამ პრეპარატებს ადრე იღებდნენ, უნდა გააგრძელონ მიღება, თუ არ იღებენ, უსიმპტომო კოვიდის გამო არ უნდა დაიწყონ.

თრომბოებოლიის მაღალი რისკის პაციენტებს კოვიდსასტუმროებში ე.წ. D-დიმერის ანალიზი ჩაუტარდებათ.

იგეგმება, მომავალში აღნიშნული ანალიზი სახლში მყოფ ინფიცირებულ პაციენტებსაც გაუკეთდეთ, თუმცა ამ ეტაპზე ეს მხოლოდ კოვიდსასტუმროებში მყოფ პირებს შეეხებათ“, – განაცხადა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “დღის ნი­უს­რუმ­ში” ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რმა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა.  ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 32 127-ს .

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. თბილისში – 9 ადამიანი, აჭარაში – 8, იმერეთში – 2, შიდა ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 238 გარდაცვალების შემთხვევა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 262 პირი,  ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა -12 632-მდე.

დღეს გამოვლენილი 1 824 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა, აჭარაში – 545, იმერეთში – 305, ქვემო ქართლში – 48, შიდა ქართლში – 56, გურიაში – 24, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 63, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში -22, სამცხე-ჯავახეთში – 22, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 19 231. 3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 958, აჭარაში – 654; მძიმე პაციენტი – 482, მათ შორის, თბილისში – 238, აჭარაში – 76. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე – 105 პირი – მათ შორის, თბილისში – 61, აჭარაში – 23. 2 238 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 186 – აჭარაში, ხოლო 786 – თბილისში; 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 757 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 752, აჭარაში – 1 926

სულ 6-26 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 8 918 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 პირი, საიდანაც თბილისში – 3 224პირი, აჭარაში – 11 017, იმერეთში – 4 195.

კომენტარები