თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულს პასუხობს: „გთავაზობთ შევხვდეთ აკადემიურ დებატებში ან ავადმყოფის“

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ექიმ ზურაბ გურულს პასუხობს:

-„ვინ მოგახსენათ, რომ ჩვენ მიწაში დაგვმარხეს. ვინ დაგვმარხა – თქვენ და თქვენმა ერთი მუჭა „ჰეითერებისგან“ შემდგარმა საძმომ? თუ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა? თუ სინამდვილეში გარკვევა გაინტერესებთ, გთავაზობთ როცა თბილისში იქნებით, ერთად გავიაროთ თბილისის ქუჩებში და დარწმუნდებით, ვინ არის დამარხული და ვინ მიწის ზემოთ. ასევე გთავაზობთ შევხვდეთ აკადემიურ დებატებში ან ავადმყოფის საწოლთან და იქ გავარკვიოთ ვინ ვინ არის.

საქართველო უკეთესად მართავდა და მართავს COVID პანდემიას (მიუხედავად იმისა, რომ ა.წ. მარტამდე ვაქცინა არ გვქონდა), ვიდრე ამერიკა და ევროპის ქვეყნების უმრავლესობა. ოღონდ გვიპასუხეთ ფაქტებით და არა ემოციური და შეურაცმხყოფელი გამონათქვამებით. არ გინდათ ქედმაღლური განცხადებები – როგორ ვბედავთ, რომ ამერიკის და ევროპის ქვეყნებს ვედრებით და ა.შ.

თუ ბ-ნ გურულს დავუჯერებთ, ჩვენ (მე, ამირანი და პაატა) უკვე დამარხულები ვართ, ხოლო საქართველოში COVID-19-ის კუთხით რაღაც საშინელება ხდება. საქართველოში კოვიდ პანდემიის მართვა ეფექტურად მოხდა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ნაკლები დანაკარგით მიმდინარეობს“. 

კომენტარები