თენგიზ ცერცვაძე:  „თბილისში გამოკვლეული 1068 პირიდან ანტისხეულები მხოლოდ ათს აღმოაჩნდა. – პისიარ“ ტესტით შემოწმდა და პასუხი უარყოფითია“

-„ჯი“ ანტისხეულები დამცავი ანტისხეულებია. როცა ვამბობთ, კოვიდგადატანილებს რჩებათ თუ არა იმუნიტეტი, „ჯი“ ანტისხეულები ნიშნავს, რომ, მას უკვე აქვს იმუნიტეტი. სანამ მას აქვს ეს „ჯი“ ანტისხეულები, დიდი ალბათობით, არ დაემართება მეორედ კოვიდი, მაგრამ, შეიძლება, რამდენიმე თვეში მათ ეს გაუქრეთ.  – ჩვენ არ ვიცით, ეს იმუნიტეტი რამდენი ხნით რჩება. ეს ჯერ მსოფლიოში არავინ იცის. ამიტომ არის, რომ ყველას აინტერესებს – ეს ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი შეიძლება ჩამოყალიბდეს ქვეყანაში, თუ არა, ისევე, როგორც არ იციან, ვაქცინა იქნება ეფექტური, თუ არა.

ცხრას ჰქონდა ანტისხეული. ეს ნიშნავს, რომ მათ წარსულში ჰქონიათ შეხება ვირუსთან, გადაუტანიათ, შესაძლოა, უსიმპტომოდ, ან არის მეორე დაშვებაც,  ჯვარედინი რეაქცია იყო, ტესტ-სისტემის შეცდომა იყო სხვა კორონავირუსებთან, არა კოვიდის კორონავირუსთან. ამის დადგენა ამ ეტაპზე არის შეუძლებელი.

პაციენტს, რომელსაც „ემ“ ანტისხეულები აღმოაჩნდა, „პისიარ“ ტესტით შემოწმდა და კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

სხვა ქვეყნების კვლევებთან შედარებით, 1068 პირიდან 10 სეროპოზიტიური ცოტაა. თბილისში ყოველ მეასე მოზრდილ მოქალაქეს ჰქონდა ეს ანტისხეული. თანაც, ჩვენ არ ვიცით, ამ ყოველი მეასედან ყველას ნამდვილად „კოვიდი“ ჰქონდა გადატანილი, თუ სხვა კორონავირუსული ინფექცია, რომელიც მხოლოდ მსუბუქი გაციებით დაავადებას იწვევს.

ანტისხეულებზე კვლევა ე.წ. თოვლის გუნდის პრინციპით ჩატარდა. შეირჩნენ თბილისის ყველა რაიონიდან. მიმართავდნენ ერთ პირს, შემდეგ იმ ერთ პირს უნდა მოეყვანა სამი თავისი ნაცნობი, შემდეგ იმ სამს კიდევ სამი და ა.შ. ამას ჰქვია ე.წ. თოვლის გუნდის პრინციპი. თუ აქვთ კორონავირუსი, მაშინ ჯერ ანტისხეულები არ ექნებათ, ე.ი. ანტისხეულები გვიან რჩება, როცა უკვე ადამიანი მორჩენილია, გადატანილი აქვს.

ე.წ. უსიმპტომო პაციენტებს, რომელთაც ჭირთ აქტიური ინფექცია, „პისიარით“ არიან დადებითი, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები, კამათის საგანია მთელ მსოფლიოში – ითვლება, რომ ისინი მაინც გადამდები არიან, მაგრამ არა იმდენად გადამდები, როგორც სიმპტომებიანი პაციენტები.

თბილისში გამოკვლეული 1068 პირიდან ანტისხეულები მხოლოდ ათს აღმოაჩნდა. აქედან ცხრა პირს ჰქონდა იმუნოგლობულინ „ჯი“ ანტისხეულები,  ერთს – „ემ“ ანტისხეულები. ემ ანტისხეული ნიშნავს, შესაძლოა, პაციენტს, დღეს ჰქონდეს აქტიური ინფექცია ან ახლო წარსულში აქვს გადატანილი.

„ჯი“ ანტისხეულები მიანიშნებს,  – პირს წარსულში აქვს გადატანილი ინფექცია, რომელიც გადადადების თვალსაზრისით, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები