თენგიზ ცერცვაძე – „მგონია, კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში იქნება უთუოდ შემოდგომაზე, მაგრამ არა ისეთი ძლიერი“

-„გამოვთქვამ ჩემს, როგორც ერთი სპეციალისტის, ექსპერტის აზრს, – მოველი, მგონია, – საქართველოში მეორე ტალღა  იქნება უთუოდ შემოდგომაზე, მაგრამ არ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც იყო პირველი ტალღა.

ეს ჩემი რწმენაა,  ვინაიდან ქვეყანამ ისწავლა ოპტიმალური რეაგირება, ისწავლა დროული ინტერვენციების გატარება, აი, ამ შემთხვევების მატებისთანავე მყისიერად, იმედი მაქვს, საქართველო არ დაუშვებს, მეორე ტალღა იყოს ძალიან ძლიერი და დამანგრეველი, როგორც ამას სხვა ქვეყნებში მოელიან. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, – მაშინაც კი,  მეორე ტალღის დროს, ასე თუ ისე, დაავადების შემთხვევების სერიოზული მატება თუ იქნება, კლინიკური სექტორი მეორე ტალღას სრულ მზადყოფნაში, დაგროვილი გამოცდილებით შეხვდება“,- განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან.

კომენტარები