თენგიზ ცერცვაძე: „შევეცდებით, საქართველოში მეორე ტალღა იყოს რბილი“

-„საქართველო არ არის იზოლირებული ევროპიდან, განსაკუთრებით სამეზობლოდან. ჩვენ ის კი არ უნდა გვიკვირდეს, ბოლო დღეებში რაღაც გაიზარდა, არამედ ალბათ ის უნდა გვიკვირდეს, უფრო მეტად როგორ არ იზრდება.

ეს კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა არ არის, მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ პირველი ტალღა გრძელდება.

შევეცდებით, საქართველოში მეორე ტალღა, რომ არ იქნეს ალბათ ვერ მივაღწევთ, მაგრამ იქნეს რბილი. პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ,  ასე იქნება, თუმცა ეს ჩემი, როგორც ექსპერტის აზრია. აი, ჩვენ ვილაპარაკებთ, საქართველო და მსგავსი რამდენიმე წარმატებული ქვეყანა, რომ ის იყო პირველი ტალღა და თუ იქნა, ის არის მეორე ტალღა.

საქართველოში ცუდი პროგნოზები არ გამართლდა, – მოსახლეობამ უმეტეს წილად მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა, შემთხვევების მატება  ცალკეულ ლოკაციებს უკავშირდება. პანდემიის დასრულება მხოლოდ ვაქცინის გამოყენების შემდეგ გახდება შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული ვითარება კიდევ ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. ამ ფონზე საქართველოში შემთხვევების დღიური მაჩვენებლის ერთნიშნა რიცხვიდან ორნიშნამდე გაზრდა საგანგაშო არ არის“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 171 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 947-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმშია – 6588, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 323 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები