თენგიზ ცერცვაძე: „შეთავაზება ადვილია, მაგრამ, როდესაც შენ ხარ პასუხისმგებელი და შენ აკეთებ იმ მოდელს, ეს გაცილებით უფრო ძნელია“

-„ბევრი აქვეყნებს პოსტებს, ზოგი უცხოეთიდან გადმოწერილს, ზოგი თავისას. გვთავაზობენ სხვადასხვა მოდელს.ყველა მათგანი საყურადღებოა. შეთავაზება ადვილია, მაგრამ, როდესაც შენ ხარ პასუხისმგებელი და შენ აკეთებ იმ მოდელს, ეს გაცილებით უფრო ძნელია.

ძირითადად, გვთავაზობენ ორ მოდელს. ერთი – მკაცრი შეზღუდვები, რომლებსაც მიმართავს ამერიკა და ევროპის ქვეყნების უმრავლესობა. გარკვეულწილად, ჩვენც ამ ქვეყნებს მივეკუთვნებით.

მკაცრი შეზღუდვებია, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ავადმყოფთა და გარდაცვალებულთა სიხშირე. მეორე, ლიბერალური პოლიტიკა – მოვხსნათ მკაცრი შეზღუდვები, გავხსნათ ეკონომიკა. ეს ხელს შეუწყობს, ქვეყანა გამოვიდეს რეცესიიდან და მოქალაქეების პასუხისმგებლობის გრძნობის იმედზე ვიყოთ, რომ ისინი თავად დაიცავენ ნაწილობრივ რაღაც წესებს.

ეს ქვეყნები მიდიან იმაზე, რომ გავრცელდეს ინფექცია და მათთვის ეს არ არის ტრაგედია; ქვეყანა ეკონომიკური რეცესიიდან გამოვა, მერე რა, რომ ინფექცია გავრცელდება, რაღაც რაოდენობა, სამწუხაროდ, დაიღუპება, მაგრამ დანარჩენები შეიძენენ იმუნიტეტს და ქვეყანა გახდება იმუნური“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები