თენგიზ ცერცვაძის საგანგებო მიმართვა – „ვინც გადაიტანა კოვიდი, გააკეთეთ სიკეთე! … “

-„ვინც გადაიტანა კოვიდი, გთხოვთ გამოიჩინეთ კეთილშობილება, მობრძანდით იმ დაწესებულებაში, სადაც მკურანალობდით, ჩააბარეთ სისხლი, თქვენი სისხლით რომ გადავარჩინოთ სხვა ავადმყოფები“,- განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომაპანია პირველის ეთერში.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 28 ადამიანს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელდა 15.

სულ, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 1596, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1294, გარდაცვლილი – 19. კარანტინის რეჟიმში – 6250, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289.

 

კომენტარები