„თერგის გაშრობის მიზეზი მდინარეების დინების სეზონური კლება არ გეგონოთ, ეს დარიალიჰესის პირდაპირი შედეგია“

ეს ნაკადულივით დინება მდინარე თ ე რ გ ი ა, დარიალის ხეობაში.
⭕ თერგის გაშრობის მიზეზი მდინარეების დინების სეზონური კლება არ გეგონოთ, ეს დარიალიჰესის პირდაპირი შედეგია და ჰესის მშენებელ კომპანიასთან დადებული კონტრაქტით, ეს ასეც უნდა ყოფილიყო – ❗ – თერგის მხოლოდ 10% უნდა დარჩენილიყო თავის ბუნებრივ კალაპოტში. დანარჩენი 90% ჰესის რეზერვუარს ავსებს.
⭕ დარიალის ხეობა სულ 11 კილომეტრია და აქედან 8 კილომეტრის სიგრძეზე თერგი გამქრალია – ის ჰესის გვირაბში მიედინება. ესაც, პატიოსნად, დარიალი ჰესის პროექტის შესაბამისად.
ჰესის მშენებლობა „დარიალი ენერჯიმ“ 2011 წლის სექტემბერში შესაბამისი ნებართვების გარეშე დაიწყო და 2017 წელს დაასრულა. სახელმწიფოს მხრიდან უკიდურეს უპასუხისმგებლობასა და კანონდარღვევებზე ადგილობრივი მოსახლეობისა და ორგანიზაციების პროტესტის შემდეგ, საქმეში კვლევები გაჩნდა, ოღონდ სამარცხვინო.
❗ “შეუსწავლელია მდინარე თერგისა და მისი შენაკადების ჰიდროგეოლოგიური რეჟიმი. მდინარე თერგის საშუალო წლიური ხარჯის [მდინარის დინების მახასიათებლების] მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ 1928-1940 და 1953-1986 წლების დაკვირვების შედეგებს – არ არსებობს უკანასკნელი 25 წლის მონაცემები” – წლების წინ წერდა

მწვანე ალტერნატივა • Green Alternative
💧 კომპანიის კვლევები უარყოფდა იმ გარდაუვალ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომელსაც დღეს ყველანი, რაიმე სპეციფიკური ცოდნით შეუიარაღებელი თვალით, ვხედავთ.
❌📢 დღეს თერგის ხეობაში ახალი – კამარაჰესის – მშენებლობაა დაგეგმილი.
გაეცანით ადგილობრივი მოსახლეობის პეტიციას: https://bit.ly/3sPcHQs
გამოიწერეთ გვერდი

გადავარჩინოთ თერგის ხეობა • Save Tergi Valley
იხილეთ მწვანე ალტერნატივას სტატია დარიალიჰესის შესახებ: https://bit.ly/3fBX0Ir
ფოტოს ავტორი: დაჩი შოშიტაშვილი Dachi Shoshitashvili
კომენტარები