თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა.

ადგილზე რჩება იქ განთავსებული ბლოკ-პოსტები და მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება.

ღვანკითი 23 აპრილს, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ჩაიკეტა.

სოფელი წითელ ზონად იყო გამოცხადებული. სრული კარანტინი მოქმედებდა. ღვანკითში კორონავირუსის 13 შემთხვევა დაფიქსირდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა მისი ჩაკეტილ ზონად გამოცხადება.

იმერეთის რეგიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამ დროისთვის არც ერთ სოფელსა და ქალაქში აღარ მოქმედებს.

საქართველოში კორონავირუსი 639 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები