გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა – კორონავირუსზე ტესტირება

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა. კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.

-„ჯანმრთელად ვარ, არანაირი სიმპტომი არ მაქვს. სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდათ კორონავირუსი,  მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში, ღია სივრცეში, თაკოს ოფისი საბურთალოზეა, მე ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ.

ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი; პასუხები იქნება ხვალ დილით, მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში. თაკოსთან ყველა კონტაქტში მყოფ პირს ვიკვლევთ. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან. იმედი მაქვს, იქნება საკმარისი ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის”, – წერს გიორგი ვაშაძე.

თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ვარაუდობს, რომ ინფექცია ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.

კომენტარები