თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა -საიდან ღამოჩნდა ბორტზე $86 მილიონის ღირებულების კოკაინი

პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორიაზე კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა. თვითმფრინავიდან  $86 მილიონის ღირებულების კოკაინი ამოიღეს. ბორტზე 750 კილოგრამი ნარკოტიკი აღმოჩნდა.  ამის შესახებ RNZ წერს.

სამართალდამცველების განცხადებით, ტვირთი ავსტრალიისთვის იყო განკუთვნილი. თვითმფრინავ Cessna 402-ის ავსტრალიელი მფრინავი ქვეყანაში არაკანონიერი შესვლის გამო დააკავეს.

ასეთი მოცულობის ნარკოტიკი ქვეყანაში სამართალდამცველებს არასდროს ამოუღიათ.

ამ დროისთვის პაპუა-ახალი გვინეისა და ავსტრალიის პოლიცია თანამშრომლობს,  ნარკოტიკების პირველწყარო  რომ დაადგინოს.

კომენტარები