„თვის ბოლომდე ასე თუ გაგრძელდა, კლინიკა დაიცლება კოვიდინფიცირებულებისგან” – ლევან რატიანი

-„თვის ბოლომდე არსებული სიტუაცია თუ გაგრძელდა, საავადმყოფო დაიცლება კოვიდინფიცირებულებისგან.  კორონავირუსით დაავადებული ახალი შემთხვევა დღეს არ გვქონია.  კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 3 პაციენტი მკურნალობს. ისინი ინფიცირებული არ არიან. მოსახლეობას ჰიგიენური ზომების დაცვისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული სხვა წესების დაცვისკენ მოვუწოდებ.

პანდემიას ტალღისებური მიმდინარეობა ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ყველა ის ჰიგიენური ზომა, რომელიც გაცემულია რეკომენდაციით, თითოეულმა მოქალაქემ და მათ შორის მეც უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

 

 

კომენტარები