თიანეთში, სოფელ ტუშურებში, ციმბირული წყლული – საქონლის დაკვლის შემდეგ  მეპატრონე

თიანეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

„თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია თავდაპირველად რქოსან პირუტყვს აღმოაჩნდა. საქონლის დაკვლის შემდეგ  მეპატრონე დაავადდა.  დაზარალაბული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

თუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარდა კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაბამისი ზომა. სოფელში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია განხორციელდა, დაავადებული ხორცი სოფლიდან მოშორებით დაიწვა, სპეციალურ სამარხში ხუთი მეტრის სიღრმეზე განთავსდა. სურსათის უვნებლობის სამსახურისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოხდა მოსახლეობის ინფორმირება  მოხდა იმის თაობაზე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტუშურებში აკრძალულია საქონლის დაკვლა, ასევე ხორცის და რძის ნაწარმის რეალიზაცია. პარალელურად, სოფელში აცრილი პირუტყვის მონიტორინგი მიმდინარეობს.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა. განიხილეს, თუ რა ღონისძიებები გატარდა ციმბირული წყლულის აღმოჩენის შემდეგ სოფელში და რა საჭიროებები არსებობს. 

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთინეთის მხარეში შალვა კერესელიძე მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან ერთად, ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური მოადგილეებთან ერთად და სურსათის უვნებლობის სამსახურის რეგიონალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

გუბერნატორის განცხადებით, სიტუაცია ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები