„თიბისი ბანკი“ განცხადებას ავრცელებს

„თიბისი ბანკის ჯგუფის“დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ საბჭო დატოვეს. საბჭოს ახალი თავმჯდომარედ ნიკოლოზ ენუქიძე დანიშნეს.

„თიბისი ბანკის“ განცხადებას ავრცელებს:

„ახალი სტრუქტურის მიხედვით: „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს ყველა არააღმასრულებელი წევრი, ამავე დროს იქნება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ასევე, იქნება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; „თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს მთავარი დამოუკიდებელი დირექტორი, ამავე დროს, იქნება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორი.

ნიკოლოზ ენუქიძე, „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამავდროულად, არჩეულ იქნა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; ნიკოლას დომენიკ ჰააგი, „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი მთავარი დამოუკიდებელი დირექტორი, ამავდროულად, არჩეულ იქნა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს მთავარ დამოუკიდებელ დირექტორად; არნე ბერგრენი „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს შემოურთდა, როგორც დამოუკიდებელი დირექტორი; ამავე დროს, „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭომ დააკმაყოფილა იურკი კოსკელოს განცხადება მისი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და წევრის თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ.

საბჭოს სტრუქტურა სრულად შესაბამისობაში იქნება, როგორც ადგილობრივ, ისე დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მმართველობის კოდექსის მოთხოვნებთან. საბჭოს შემადგენლობაში განხილული ცვლილებების შედეგად, „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი არააღმასრულებელი დირექტორები არიან: ნიკოლოზ ენუქიძე – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ნიკოლას დომინიკ ჰააგი – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს მთავარი დამოუკიდებელი წევრი ; მარია ლუისა ჩიკონიანი – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი; ცირა კემულარია – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი; არნე ბერგრენი – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი“.

კომენტარები