„თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, განსაცდელითაა სავსე… განგიცდია შენ ეს ყოველი?“-ილია მეორე

-„თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, განსაცდელითაა სავსე. უფალი ადამიანს უგზავნის სხვადასხვა გასაჭირს, მწუხარებასა და უბედურებას, ათასგვარ სიძნელეს, რათა მან ბოლოსდაბოლოს შეიცნოს თავი თვისი.
განგიცდია შენ ეს ყოველი? – ეს სისასტიკეა – შეიძლება თქვა ან გაიფიქრო; მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება ყველაფერი:
ღმერთიც, შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისა და ზესთასოფელს დაემკვიდრები. როდესაც არ იცი, რა არის გაჭირვება, ფიქრობ, რომ ბედნიერი ცხოვრება შენით მოიპოვე და ეს მუდამ ასე იქნება; ამ დროს მოდის შენთან უფალი და ცდილობს, გაგაღვიძოს; გაგათავისუფლოს ბურანისაგან. საწოლ ოთახში განგაცალკევებს, ავადმყოფობის სარეცელს დაგიგებს…
თუ იცი რატომ?
შენთან საუბარი სურს, სურს უწამლოს იმ სენს, შენს სატკივარზე უფრო საშიში რომაა, სურს მიეახლოს შენს სულს, რათა განკურნოს იგი. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდები, რომ მთელი გავლილი ცხოვრება შეცდომებითაა სავსე;
და თუ, ღვთის მადლით, ამას შეიგნებ, უკვე სწორ გზაზე დგახარ~.
/ ილია მეორე /
კომენტარები