„თითოეული ჩვენგანი ჩვენს შინაგან სამყაროში თუ გარეთ, ვაწყდებით მრავალ გაუკუღმართებას. განა რომელიმე ჩვენგანს შეუძლია თქვას“

ლიმასოლის მიტროპოილიტი ათანასე
-„თითოეული ჩვენგანი ჩვენს შინაგან სამყაროში თუ გარეთ, ვაწყდებით მრავალ გაუკუღმართებას. განა რომელიმე ჩვენგანს შეუძლია თქვას, რომ არასდროს ყოფილა საკუთარი თავით იმედგაცრუებული? არ უკითხავს დარცხვენილს საკუთარი თავისთვის: ”რატომ ჩავიდინე ეს?”. აი ასე, ვაზიანებთ სხვებს, ვაზიანებთ საკუთარ თავს და ბოლოს, ვაზიანებთ ღმერთთან ურთიერთობას. როგორ ვიპოვო საკუთარი თავი?
უნდა დავემსგავსოთ იმ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს თუ საიდან მოვიდა და მთელი არსებით ეძებს საკუთარ მშოვლებს, რომ გაიგოს თუ ვინ არის სინამდვილეში. აი სწორედ ასე უნდა ვეძებოთ ღმერთი და საბოლოოდ, შევხვდეთ კიდეც მას. თუ ვერ შევხვდით ქრისტეს, ვერ აღვაშენებთ საკუთარ თავს, ვერ ვიცხოვრებთ სწორად. ვერ გავხდებით ისეთი მშვენიერი, ჰარმონიული და სრულყოფილი არსებები, როგორებადაც ღმერთმა შეგვქმნა და ჩაგვიფიქრა“.
კომენტარები