თითქოს, დავიღუპეთ, ბიუჯეტი მცირდება – შემცირდა თუ არა სინამდვილეში დედაქალაქის ბიუჯეტი

-„რატომღაც ოპონენტების მხრიდან ყოველი წლის ბოლოს მიზანმიმართულად ხდება, რომ ახალი ბიუჯეტის წარდგენა საკრებულოში წარმოადგინონ, თითქოს, დავიღუპეთ, ბიუჯეტი მცირდება. გუშინაც გავაკეთე განცხადება, – ეს თანხა, რომელიც გაიგზავნა 840 მილიონის სახით, პირველადი ბიუჯეტია, რა თქმა უნდა, ყოველ წელს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა გვაქვს. კარგად გვესმის, მხოლოდ მუნიციპალიტეტის შემოსავლებით ვერ გავწვდებით იმ მნიშვნელოვან პრობლემებსა და გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც ჩვენს წინაშეა. დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი პროექტის განხორციელება შეგვეძლება. ასევე მინდა, ფინანსთა სამინისტროსა და პრემიერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო.

მომდევნო დღეების განმავლობაში, ჩვენ გვექნება ზუსტი ციფრი, თუ რამდენი იქნება 2021 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კომენტარები