„თითქოს პატრიარქი განარიდეს ქალაქს და ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე“

დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა:

„რამდენჯერმე მოვისმინეთ მედიასაშუალებებით ინფორმაცია,  თითქოს პატრიარქი განარიდეს ქალაქს და ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება. მისი უწმინდესობა ხშირად ტოვებს ხოლმე დედაქალს, ატარებს რამდენიმე დღეს რეზიდენციაში და ისევ ბრუნდება ქალაქში.

მინდა ძალიან გთხოვოთ ჟურნალისტებს, სანამ არ გექნებათ დაზუსტებული ინფორმაცია ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ნუ გააკეთებთ წინდაწინ მკვეთრ განცხადებებს. საზოგადოება ისედაც დაძაბულია და ელოდება ეკლესიისაგან განმარტებების გაკეთებას, ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს და გზაჯვარედინებზე მოსმენილ ამბებს ნუ მოუყვებით ქართველ საზოგადოებას, რომელიც ძაბავს მათ და იწვევს მათი კიდევ უფრო უარყოფითად დამუხტვას“.

კომენტარები