რუსეთ უკრაინის ომის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება პოსტსაბჭოთა სივრცეში სამხედრო ბიოლოგიური ობიექტების დაუყონებლივ ლიკვიდაციის მოთხოვნა. რუსი სამხედროები განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ და ფაქტებითაც ასაბუთებენ უკრაინაში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობას, ასევე აქვეყნებენ დოკუმენტებს, რომლებიც Covid-19-ის გამომწვევი ვირუსის ლაბორატორიულ წარმოშობას ამტკიცებს; ასაბუთებენ პენტაგონის სამხედრო ბიოლოგების მიერ ვირუსის შექმნის დეტალებს. ვესაუბრებით ამერიკის ბიოლაბორატორიების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის – „ანტილაბ საქართველოს“ ექსპერტს, ექიმს, მედიცინის დოქტორს,
პროფესორ თინათინ გოცაძეს:
– რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების უფროსის, გენერალ იგორ კირილოვის თქმით, სააგენტო USAID-მა ჯერ კიდევ 13 წლის წინ შეიმუშავა და წამოიწყო სპეციალური პროგრამა სახელწოდებით „პრედიქტ“, რომელიც ღამურების სხვადასხვა სახის კორონავირუსების შეგროვებასა და შესწავლას ისახავდა მიზნად, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში, კონკრეტულად კი საქართველოს, უკრაინისა და ყაზახეთის ტერიტორიაზე.
ამ პროგრამის შემსრულებელი გახდა ყველასთვის კარგად ცნობილი კონტრაქტორი კომპანია „მეტაბიოტა“, რომელიც დაკავშირებულია ამერიკის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის შვილთან, ჰანტერ ბაიდენთან და აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ცნობილ მოღვაწეებთან. ბაიდენ უმცროსი ხშირად ფიგურირებს ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმეებში, მათ შორის Metabiota-სთან ერთად, რომელიც, თავის მხრივ, გვევლინება როგორც „სტარტაპი“, რომელიც წინასწარმეტყველებს „ეპიდემიების აღმოცენებას“. „მეტაბიოტას“ ასევე უწოდებენ პენტაგონის კონტრაქტორს, რომელიც სპეციალიზებულია „პანდემიის გამომწვევი დაავადებების კვლევაში, იმ ინფექციების შესწავლაში, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიოლოგიურ იარაღად.“ ეს და სხვა საინტერესო საკითხები გაშუქებულია გაზეთ კომერსანტის მიერ. ჰანტერ ბაიდენთან „მეტაბიოტას“ კავშირის შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე გამოაქვეყნა Daily Mail-ის გამოცემამაც. აღსანიშნავია, რომ სამი წლის წინ, COVID-19-ის დაწყების წინა დღეს, ამერიკელმა სამხედრო ბიოლოგებმა კორონავირუსის უცნობი შტამის გავრცელების საწინააღმდეგოდ ჩაატარეს წვრთნები „ივენთ-201“, ყურადღებას იქცევს, რომ მასობრივი პანდემიის საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მეთოდების შემუშავება-სწავლება ჩატარდა მერილენდში, ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტში. მოგეხსენებათ, ყველა ამჟამინდელ ატიპურ დაავადებას, მათ შორის მაიმუნის ყვავილს, წინ უძღოდა მსგავსი „სწავლებები“, რომლებიც პრაქტიკულად მსოფლიოში პანდემიის ორგანიზებისთვის მზადების საშუალება გახლდათ. ასეთ დასკვნამდე მივიდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, სადაც შემდეგი ვერდიქტი გამოიტანეს: „COVID-19-ის განვითარების სცენარის განხორციელება და USAID-ის მიერ პროგრამა „პრედიქტის“ გადაუდებელი შესრულება პანდემიის მიზანმიმართულ ხასიათზე მიუთითებს და პანდემიის დაწყებაში აშშ-ის ჩართულობაზე მეტყველებს.“
– ბევრი უცნაური დამთხვევაა! თუნდაც ის, რომ იგივე ჯონს ჰოპკინსის ფილიალები, თურმე ჩინეთსა და იტალიაშიც არის…
– დიახ, გავიხსენოთ – სწორედ ჩინეთში მოეწყო პროვოკაცია, ქალაქ ვუჰანის ლაბორატორიიდან COVID-19-ის ვირუსის „გაჟონვასთან“ დაკავშირებით! იტალიაში კი, უკვე 2020 წელს დაფიქსირდნენ ამ შტამით ინფიცირებული ადამიანები. კორონავირუსის შესახებ კოვიდ-პანდემიის დაწყებამდე ერთი წლით ადრე გახდა ცნობილი, როდესაც 2019 წლის ივლისში იტალიელებს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდათ. ახლა ბევრისთვის აშკარაა, რომ ჩინეთში დაავადების აღმოცენება-გავრცელება შემთხვევითი კი არ იყო, არამედ მიზანმიმართული, წინასწარ დაგეგმილი და შემუშავებული, რათა ოპერაციის ორგანიზაციის რეალური დეტალებიდან ყურადღება გადაეტანათ და საბოლოოდ პეკინი დაედანაშაულებინათ ხელოვნური პანდემიის გავრცელებაში. ცხადია, ეს გაკეთდა იმისათვის, რომ აშშ-სთვის COVID-19-ის შექმნის ვერსიები აერიდებინათ და ვაშინგტონი დაეცვათ მთავარი ბრალდებებისაგან, რომელსაც მას დიდი ხანია უყენებენ!
– რომელ ბრალდებებს გულისხმობთ?
– ბრალდებებს ჰიბრიდულ-ბიოლოგიური ომების შესახებ, რომელსაც აშშ მიზანმიმართულად აწარმოებს მსოფლიოში მისი ეკონომიკური და პოლიტიკური კონკურენტების შესუსტებისა და განადგურების მიზნით! დღეს ეს ბრალდებები საბოლოოდ მყარდება და რუსეთის მხარის მიერ გაჟღერებული არაერთი ვერსია დასტურდება საინტერესო კონკრეტული ფაქტებით! შეგახსენებთ ცნობილი სამედიცინო ჟურნალის Lancet-ის ერთ-ერთი მუდმივი ავტორის, ჟურნალთან არსებული COVID-19-ის საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის, პროფესორ ჯეფრი საქსის განცხადებასაც: „კორონავირუსი ხელოვნურად შეიქმნა და დიდი ალბათობით ბიოტექნოლოგიის სფეროში ამერიკული მიღწევების გამოყენებით“. ეს მეტად საყურადღებო და მრავლისმომცველი განცხადებაა!
ყველასათვის ნათელია, რომ ვაშინგტონს სურს, მსოფლიო საზოგადოების ყურადღება თავისი საქმიანობიდან გადაიტანოს სამხედრო ბიოლოგიური აქტივობის კიდევ უფრო მეტად ასამაღლებლად. პარალელურად, ვაშინგტონი ცდილობს კორონავირუსის წარმოშობაში სხვა ქვეყნების დადანაშაულებას, რათა ამ გზით აშშ-ს აარიდოს პასუხისმგებლობა, დამალოს თავისი როლი პათოგენების შექმნა-განვითარებაში მაშინ, როცა უკვე არაერთი მტკიცებულება გამჟღავნდა, რომ COVID-19-ის გამომწვევის შესაქმნელად ბიომასალა აშშ-მ უკრაინასა და ყაზახეთში შეაგროვა. დღეს მხოლოდ რუსები საუბრობენ მათი საზღვრების სიახლოვეს ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების შექმნა-შემუშავების შესახებ; მოსკოვი არ მალავს, რომ მიმდინარეობს უკრაინის ლაბორატორიებში განხორციელებული პროექტების საფუძვლიანი ანალიზი და რომ უკვე აქვს საკმარისი მტკიცებულება პენტაგონის მიერ უკრაინაში სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის საერთაშორისო სამართლის დარღვევებით განხორციელების შესახებ. ექსპერტები წერენ, რომ „რუსეთს სჭირდება საერთაშორისო კომისიის შექმნა იმ ქვეყნებთან, რომლებიც განიცდიან აშშ-ს ბიოლოგიურ აგრესიას. ამ შემთხვევაში – ჩინეთთან, ბრაზილიასთან, ინდოეთთან, ირანსა და კუბასთან, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება “სიტყვიდან საქმეზე გადასვლა!” მაგრამ, აშშ-ს აგრესიას სხვა ქვეყნებიც მრავლად ემსხვერპლნენ! განა საქართველომ არ იწვნია კოვიდ-პანდემიის პროექტის სივერაგე ან არ იმკის მის შედეგებს? მიუხედავად ამისა, დღეს ჯანმოს შეუპოვრად მხოლოდ რუსეთი მოუწოდებს აშშ-ს ბიოლაბორატორიების საქმიანობაზე გამოძიების დასაწყებად! გასაკვირია, მაგრამ უკრაინის მხარეზე მეტად, რუსეთი იმაღლებს ხმას იმაზე, რომ უკრაინაში რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობაზე ცდიდნენ არარეგისტრირებულ წამლებს, რომლებსაც პოტენციურად სერიოზული გვერდითი ეფექტები გააჩნდათ, რომ აშშ-ს ბიოლაბორატორიებში ამზადებენ ყველაზე მომაკვდინებელ შხამებს, რამაც შეიძლება მოწამლოს და გადააშენოს კაცობრიობა. არავისთვის სიახლე არ არის, რომ მხოლოდ რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს არის 33 არცთუ საიდუმლო, არამედ სრულად ლეგალური ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორია, მათ შორის საქართველოსა და სომხეთში! რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზოგიერთი დაავადება, რომელიც ამერიკელი სამხედრო ბიოლოგების ყურადღების ცენტრშია მოქცეული, შემდგომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბიოლოგიურ იარაღად არის გამოყენებული. მაგალითად, ჰავანელმა ექსპერტებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკელებმა კუნძულზე მიზანმიმართულად შეიტანეს დენგეს ცხელების, ღორის აფრიკული ჭირისა და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი კულტურების დაავადებები. რაც მთავარია, სწორედ აშშ-ის ფარმაცევტული კორპორაციები, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ფინანსურ ოლიგარქიასთან და მმართველი დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან, ამ მოვლენებიდან ყველანაირ სარგებელს იღებენ! ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. რუსები ვარაუდობენ, რომ ამერიკელები ქმნიან იარაღს ეთნიკური და რასობრივი განადგურების დანიშნულებით!
– ამას რით ასაბუთებენ?
– ცენტრალურმა რადიოლაბორატორიამ შეისწავლა ღამურები და მათი კოროვირუსების შტამები, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ანუ მხოლოდ ჩინეთიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან. ამავდროულად, ყაზახეთის ტერიტორიის ექვს ობიექტზე, მათ მოახერხეს რეგიონის მცხოვრებთა დნმ-ის მონაცემების შეგროვება, ასევე, აზიური მოსახლეობის გენოფონდის თავისებურებათა შესაფასებლად შეისწავლეს ალტაის ტერიტორიაზე, მონღოლეთსა და სხვა რეგიონში მობინადრეთა დნმ-ი. ეს გახლდათ ბიოლოგიური დაზვერვის პირდაპირი ფაქტი! ეთნიკური ან რასობრივი იარაღის შემუშავების მიზნით ბიოლოგიური მონაცემების შეგროვება დასტურდება მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს მონღოლეთში ყაზახეთის სამი მოქალაქის, ბიოლოგი და მეცნიერი პირების დაკავებითაც, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან მესამე ქვეყნის ინტერესებისთვის ჯაშუშობაში! გამოდის, ყაზახეთის ტერიტორიაზეც ტარდება მსგავსი სამხედრო ბიოლოგიური კვლევები. ამას უწინ უარყოფდა როგორც ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა, დღეს ფაქტები და უამრავი მტკიცებულებაა სახეზე. სწორედ სკანდალის განვითარების თავიდან ასაცილებლად, ყაზახეთისა და დასავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები წარმოუდგენელ ძალისხმევას იჩენენ ბიოლოგიურ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დაკავებული მოქალაქეების გადასარჩენად!
– მომავალში პანდემიების კასკადს ისევ უნდა ველოდოთ? როგორ აღვუდგეთ ბიოლოგიურ აგრესიას?
– მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეიქმნა ამერიკის ბიოლაბორატორიების წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიცია „ანტი ლაბი.“ აღნიშნულ კოალიციას ამა წლის მაისიდან უკვე საქართველოს მხარეც შეუერთდა „ანტილაბ-საქართველო“ – ს სახელით. ამერიკის ბიოლაბორატორიების წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიცია მსოფლიო საზოგადოებას პროტესტის აქტიურად გამოხატვისთვის მოუწოდებს, რათა დაუყოვნებლივ შეწყდეს პენტაგონის, გერმანიის და ინგლისის სამხედრო დეპარტამენტების მიერ ორგანიზებული ყოველგვარი კვლევა ყაზახეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, საქართველოსა და სომხეთში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი, კიდევ უფრო მომაკვდინებელი დაავადებების არიდება შეუძლებელი იქნება!
ესაუბრა ზაზა დავითაია