თინა ბოკუჩავას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს
„ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან გააძევეს. ბოკუჩავა მათ წინააღმდეგობას უწევდა და ცესკოს თავმჯდომარესთან დარეკვას მოითხოვდა.
როგორც უბანზე განაცხადეს, ბოკუჩავას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შესაბამისი დოკუმენტაცია არ ჰქონდა იმისთვის, რომ ხმის დათვლის პროცესს დასწრებოდა.
ბოკუჩავას თქმით კი, მას პარლამენტის წევრის საშვი აძლევს უფლებას, რომ უბანზე იყოს.
საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე, კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა.