თინა რუსიშვილი: ნიკანორ მელიამ ცრუ ამოცნობა განახორციელა! აი, საბუთი!

 – “ეს არის ნიკანორ მელიას მიერ ამოცნობის ოქმი. ამ დროს ის მუშაობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელად. საქმე ისაა, რომ მან ამ საპროცესო მოქმედებისას მისცა ცრუ ჩვენება, ვინაიდან ამ დროს მან ამოიცნო ის პირი, რომელზეც პროკურატურამ მიუთითა. შემდგომში პროკურატურამ შეცვალა პოზიცია, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ნიკანორ მელიას მიერ ამოცნობილი პირი არ იყო რეალურად ის, ვისზეც მელიამ მიუთითა და ამიტომ სასამართლოზე მელია, როგორც ამოცნობის მონაწილე, აღარ დაკითხა.

ამით პროკურატურამ ფაქტობრივად მიუთითა, რომ მელიამ განახორციელა ცრუ ამოცნობა.

ეს ბუნებრივიცაა, რადგან ამოცნობის მომენტში სააკაშვილის პროკურატურა სწორედ იმ პიროვნებას მიიჩნევდა ვიდეოთვალზე დაფიქსირებულად, რომელსაც მელიამ დაადო ხელი!”

– წერს თინა რუსიშვილი, მსჯავრდებულ დავით რუსიშვილის დედა.

კომენტარები