თინა ხიდაშელი: „ნიკა მელიას ადვოკატი რომ ვიყო, ვურჩევდი, – გირაო გადაეხადა“- თინა ხიდაშელი

-„მე რომ ნიკა მელიას ადვოკატი ვიყო, ვურჩევდი, -გირაო გადაეხადა, მაგრამ მელია დღეს არ მოქმედებს კანონის სიტყვა-სიტყვითი აღსრულების წესებით. თავისთავად, გირაოს გადახდაც არის ალტერნატიული ღონისძიება, ის არ არის სავალდებულო. ანუ, ადამიანი თავად გადაწყვეტს გირაო გადაიხადოს თუ არა, ან შეიძლება სულ ვერ გადაიხადოს, შესაძლებლობა არ ჰქონდეს ადამიანს და ვერ გადაიხადოს. ამიტომ, ამ, თვალსაზრისით სავალდებულო ღონისძიება არ არის. ეს არის ალტერნატივა, რომელსაც სასამართლო ადამიანს აძლევს. ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას შემდეგ, რა გზით წავიდეს პოლიტიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ნიკა მელია – „უარს ვაცხადებ, დავემორჩილო უკანონობას, თუნდაც ეს თავისუფლების დაკარგვის ფასად დამიჯდეს,

კომენტარები