თინეიჯერმა ცნობილი ადამიანების Twitter-ის 130-მდე ანგარიში გატეხა

ფლორიდელმა, 17 წლის გრემ კლარკლმაTwitter-ის 130-მდე ანგარიში გატეხა, მათ შორის არიან: ბარაკ ობამა, ჯო ბაიდენი, ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი და კანიე უესტი. ჰაკერებმა Twitter-ზე თავდასმა 15 ივლისს განახორციელეს. 45 ანგარიშზე სრული კონტროლი მოიპოვეს. ცნობილი ადამიანების სახელით, ჰაკერები ბიტკოინების ჩარიცხვას ითხოვდნენ. რამდენიმე საათში მათ $110 ათასი დოლარის მობილიზება შეძლეს.

ამის შესახებ nytimes წერს.

კლარკს ბრალი 30 პუნქტით წაუყენეს, როგორც სრულწლოვანს ისე გაასამართლებენ. მის თანამზრახველად გამოძიება 22 წლის ნიმა ფაზელის მიიჩნევს, ის ფლორიდაში ცხოვრობს.  მათი თანამზრახველია 19 წლის მეისონ შეპარდი ბრიტანეთიდან.

 

კომენტარები