თორნიკე რიჟვაძე: „არც ერთი თანამდებობა და მანდატი არ ღირს ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად! – „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე: ჩვენ გაოცებას ყოველდღიურად ახერხებენ, რადგან უკადრებლის მკადრებელი“

-„არც ერთი თანამდებობა და მანდატი არ ღირს ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად!

ჩვენ გაოცებას ყოველდღიურად ახერხებენ, რადგან უკადრებლის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა, ამას ვიტყვი პირდაპირ. ეპიდემიოლოგიურად ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ქალაქს, განსაკუთრებით ბათუმს და ბათუმელებს ზურგში დანა ჩაარტყეს. ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს, მათ კისერზეა. ეპიდემიოლოგიურად ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ქალაქს, განსაკუთრებით ბათუმს და ბათუმელებს ზურგში დანა ჩაარტყეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და პოლიტიკური ძალა, ვალდებული ვართ, ვმართოთ შემცირებული თუ მომატებული ეპიდშემთხვევები. ამავე დროს, ყველას მოვუწოდებ, იფიქრონ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, მათ ამბიციებს ნუ გადააყოლებენ მოქალაქეთა ჯანმრთელობას. მით უმეტეს, ეს მათთვის პოლიტიკურად წაგებული ბრძოლა იყო და გუშინ კიდევ ერთხელ გამყარდა ეს. შესაბამისად, არ ღირს ადამიანების სიცოცხლის გარისკვა და ვერც ვერავის შეაშინებენ და აანერვიულებენ. 1000, 1500 თუ 2000 კაცს შეკრებენ რეკომენდაციების დაცვის გარეშე და რა თქმა უნდა, უკადრებელი არ უნდა იკადრო, ეს არის მთავარი, უნდა მისცე ექიმებს საშუალება, რომ გააგრძელონ მუშაობა და გადაარჩინონ სიცოცხლე” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით.

კომენტარები