თორნიკე რიჟვაძე – „აჭარაში სპორტსმენებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა“
აჭარის მთავრობამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო მიღწევების მქონე სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
სპორტსმენმა, შმაგი ბოლქვაძემ ქალაქ მინსკში, ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე ადგილი მოიპოვა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა. „აჭარაში სპორტსმენებისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად, უპრეცედენტო სამუშაოები მიმდინარეობს და თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა, როგორც ქალაქში ისე მთაში“, – განაცხადა რიჟვაძემ.