თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  ხელვაჩაურში იმყოფებოდა. აჭარის განათლების მინისტრთან ერთად, მან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სკოლის, ახალი სპორტული და სააქტო დარბაზის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

გრძელდება სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობა. სკოლა 430 მოსწავლეს მოემსახურება. ახალი სპორტული და სააქტო დარბაზის მშენებლობა „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიხედვით დარბაზი იქნება სრულად ადაპტირებული, მოეწყობა პანდუსები. შენობის ეზოში განთავსდება ღია სპორტული მოედანიც. ინფრასტრუქტურა 220 მოსწავლეზეა გათვლილი.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ. აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში კი, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლება.

კომენტარები