თსუ-სთან შეკრებილი სტუდენტები საოკუპაციო ხაზთან მისვლას გეგმავენ

თსუ-სთან შეკრებილი სტუდენტები უახლოეს დღეებში, საოკუპაციო ხაზთან მისვლას გეგმავენ, რათა რუს ოკუპანტებს გააგონონ თავისი ხმა.

“კარგი იქნება, თუ მოვახერხებთ საოკუპაციო ხაზთან მისვლას და მსგავსი ტიპის აქციის გაგრძელებას უახლოეს დღეებში. ეს იქნება დღევანდელი აქციის გაგრძელება”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა

ცნობისთვის, სტუდენტები თბილისში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, თსუ-ში შეიკრიბნენ და პარლამენტის წინ მდგარ,  მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

კომენტარები