„თუკი, ეს პრეპარატი წარმატებით გაივლის კვლევის მესამე ფაზას, შეიძლება, პანდემიას ბოლო მოუღოს – „მოლნუპირავირმა“ ცხოველების შემთხვევაში აჩვენა, – 24 საათში ვირუსს აღარ შეეძლო გამრავლება“ – გიორგი ღოღობერიძე

ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა, ონკოლოგიის რეზიდენტმა, ექიმმა, გიორგი ღოღობერიძემ „იმედის დღეში“ განაცხადა:

-„კვლევა ცხოველებზე ჩატარდა, „მოლნუპირავირმა“ ცხოველების შემთხვევაში აჩვენა, – 24 საათში ვირუსს აღარ შეეძლო გამრავლება, -თუ ცხოველი დაინფიცირდებოდა, ის სხვა ცხოველებს ვეღარ დააავადებდა. ამ მედიკამენტს აქვს დამაიმედებელი ის ეფექტი, რომ ის შეიძლება იყოს როგორც საპრევენციო, ასევე სამკურნალო.

თუკი, ეს პრეპარატი წარმატებით გაივლის კვლევის მესამე ფაზას, შეიძლება, პანდემიას ბოლო მოუღოს.  თუ ადამიანი მას დალევს ამით შეიძლება მიღებიდან 24 საათში ის აღარ გახდეს გამავრცელებელი. ეს მხოლოდ მოლოდინია, ჯერჯერობით ამ მედიკამენტის კვლევის ყველა ფაზა არ გაუვლია, უნდა დაველოდოთ მესამე ფაზას, შემდეგ ვიმსჯელებთ, ეს ის მედიკამენტია, თუ ესეც „რემდესივირის“ მსგავსია. კორონავირუსის ახალი შტამის  არ უნდა გვეშინოდეს, რადგან მუტაცია სიახლე არ არისა, მუტაციები ყოველთვის ხდება, ახლა გვაქვს ბრიტანული ვარიანტი, ვირუსის ბევრნაირი მუტანტური ვარიანტი იქნება.

ძალიან დაბალია ალბათობა იმისა, -მუტაციის შემდეგ ინფექცია მძიმე იყოს. მუტაციის შემთხვევაში ვირუსი ისე ზიანდება,  თვითონვე ინაქტივირდება და არა უფრო მძიმე ფორმების გამომწვევი ხდება. ახალი შტამი იმით განსხვავდება წინა ვარიანტებისგან,  უფრო მეტად მრავლდება და უფრო მეტი რაოდენობით გროვდება ცხვირ-ხახაში, ადამიანი ამ ვირუსს უფრო მეტად გამოყოფს.

ამ ეტაპზე უცნობია,  როგორ იმოქმედებს „მოლნუპირავირი“ ადამიანების შემთხვევაში. აშშ-ში კლინიკური კვლევების მეორე და მესამე ფაზები კომბინირებულად მიმდინარეობს“.

კომენტარები