„თუკი ვინმე ჩემ მაგივრად გადაიხდის გირაოს თანხას, წინასწარ ვაცხადებ, – ეს იქნება პროკურატურისა და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური“- ნიკა მელია

-„1-ლი ნოემბრის აქციაზე საჯაროდ მოვისროლე სამაჯური და მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვარ ჩაბმული უკომპრომისო ბრძოლაში. არც მე და არც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს. სრული აბსურდია გირაოს გირაოთი დამძიმება – ეს არის მთლიანად უკანონო და არალეგიტიმური, იურიდიული აბდაუბდა, რომელიც დღემდე არავის წინააღმდეგ არ გამოყენებულა და პირველად ჩემ წინააღმდეგ იყენებენ. მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ…
ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია!

მე აღარ ვაპირებ ამ გაუთავებელ „სამართლებრივ” ლაბირინთებში შეყოლას, მაშინ როდესაც ვიცი რომ ვარ მართალი და ვიცი რომ ჩემს წინააღდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს გირაო ჩემ მაგივრად! გირაოს გადახდისთვის საბანკო ანგარიშის გარდა აუცილებელია სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც გასცემს პროკურატურა მხოლოდ ბრალდებულზე ან მის ადვოკატზე. არც მე, არც ჩემს ადვოკატს არანაირი ასეთი კოდი არ მოგვითხოვია და არც მოუციათ და შესაბამისად, თუკი ვინმე ჩემ მაგივრად გადაიხდის გირაოს თანხას, წინასწარ ვაცხადებ, რომ ეს იქნება პროკურატურისა და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია.

ვიცი, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიცი რომ ამ ბრძოლაში მართალი ვარ! და ზუსტად ვიცი, რომ გავიმარჯვებთ, რადგან სხვა გზა არც გვაქვს! არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ!

გირაოს გადახდისთვის საბანკო ანგარიშის გარდა აუცილებელია სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც გასცემს პროკურატურა მხოლოდ ბრალდებულზე ან მის ადვოკატზე. არც მე, არც ჩემს ადვოკატს არანაირი ასეთი კოდი არ მოგვითხოვია და არც მოუციათ და შესაბამისად, თუკი ვინმე ჩემ მაგივრად გადაიხდის გირაოს თანხას, წინასწარ ვაცხადებ, რომ ეს იქნება პროკურატურისა და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია“, –წერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია Facebook-ზე.

-„ერთი თმის ღერიც ვერ ჩამომივარდება თავიდან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით” 

კომენტარები