თუკი ჩვენდამი ბოროტად განწყობილი ადამიანი ცილს გვწამებს ან უსამართლოდ გვექცევა ნუ წარმოვთქვამთ ამ სიტყვებს: „დაე, უფალმა მიუზღოს მას“ !

„თუკი ჩვენდამი ბოროტად განწყობილი ზოგიერთი ადამიანი სინამდვილეს ამახინჯებს, ცილს გვწამებს ან უსამართლოდ გვექცევა, შევეცადოთ, თუკი შევძლებთ და თუკი ეს პირადად ჩვენ გვეხება, თავი არ გავიმართლოთ და ნუ წარმოვთქვამთ ამ სიტყვებს: „დაე, უფალმა მიუზღოს მას“, რადგან ესეც წყევლაა. ყველაზე კარგია, თუ მთელი გულით მოვუტევებთ ჩვენს მტრებს; ღმერთს შევევედრებით, შეგვეწიოს ცილისწამების ტვირთის ზიდვაში და შეძლებისდაგვარად გავაგრძელებთ სულიერ ცხოვრებას. დაე, მოგვექცნენ უსამართლოდ ისინი, ვისაც წესად აქვთ სხვების განკითხვა – ისინი ამ გზით ჭეშმარიტი ცხოვრებისათვის ოქროს გვირგვინებს გვიმზადებენ. რა თქმა უნდა, ღვთისნიერი ადამიანი არასოდეს იწყევლება, რადგან მათ სიბოროტე არ აქვთ, მათ მხოლოდ სიკეთე აქვთ. ისინი უდიდეს, სხვებისათვის უხილავ, სიხარულს განიცდიან.“

წმინდა პაისი ათონელი

კომენტარები