თურქეთის პარლამენტმა ჯო ბაიდენის განცხადება მტკიცედ დაგმო – „ჩვენი ერის ნამუსს შეურაცხყოფას აყენებს“

თურქეთის პარლამენტმა 1915 წლის მოვლენების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება მტკიცედ დაგმო.

-„იურიდიული და მორალური თვალსაზრისით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უფლებამოსილი არ არის ისტორიულ საკითხებზე იმსჯელოს. უნდა შეცვალოს ეს მცდარი განცხადება, რომელიც ისტორიულ ფაქტებთან არათავსებადია, ჩვენი ერის ნამუსს შეურაცხყოფას აყენებს. მოგიწოდებთ, უარი თქვათ ამ განცხადებაზე, ეს  ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე“, – ნათქვამია თურქეთის პარლამენტის განცხადებაში.

24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, – აშშ-ის ხელისუფლება უგულებელყოფს ისტორიას და ლობისტების მოთხოვნებს ემორჩილება.

კომენტარები