თურქეთის პრეზიდენტი ყირიმს არც რუსულ და არც უკრაინულ მიწად არ თვლის

ერდოღანის პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით შემდეგია: 1783 – წელს რუსეთმა ოსმალეთის იმპერიას ყირიმის ნახევარკუნძული წაართვა და ეხლა თურქეთს, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეა, უნდა დაუბრუნოს.

ერდოღანის ეს პოზიცია გააჟღერა ინტერნეტ გამოცემა Haber7 შემდეგ კი გაზეთმა Milliyet და დაამატა, რომ ერდოღანს ყირიმი არც უკრაინის მიწად არ მიაჩნია.

რუსეთის მიერ ყირიმის წარმატებულმა და სწრაფმა ანექსიამ ანკარა გააღიზიანა, თურქეთმა მაშინვე განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს აღიარებს ყირიმის ანექსიას.
ამის შემდეგ ყირიმის თათრების ლიდერები ხშირად სტუმრობდნენ თურქეთს. იქ ისინი მონაწილეობდნენ მასობრივ ანტირუსულ აქციებში და ასევე ხშირად იღებდნენ სახელმწიფო ჯილდოსაც.
თურქეთმა მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთში აკრძალული ექსტრემისტული ორგანიზაციის “ყირიმის თათრული ხალხის მეჯლისის” ლიდერს მუსტაფა ძემილევს, რომელსაც თურქეთში მეტსახელად კირიმოღლუ – ს იცნობენ.

ერდოღანი უკვე ღიად აცხადებს რეგიონში ტერიტორიულ პრეტენზიებს.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები