თურქეთის ციხიდან კრიმინალური ავტორიტეტი „ლავასოღლი“ გაათავისუფლეს

თურქეთის ციხიდან „ლავასოღლის“ მეტსახელით ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ქართულ მედიას მისმა ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, თურქეთის რესპუბლიკაში არის შესაბამისი ვადები, რაც ექსტრადიციას ეხება. კერძოდ, ეს არის 6-თვიანი ვადა, რომლის დროსაც უნდა მოხდეს ექტრადიცია. თუმცა, კობაიძის თქმით, ამ ვადაში ქართულმა მხარემ თურქეთს შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა.

12 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ლავასოღლი“ დანაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. გორაძე, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, გასული წლის ოქტომბერში დააკავეს.

კომენტარები