„თურქეთი აზერბაიჯანს ნებისმიერ ვითარებაში დაუჭერს მხარს“ – მევლუთ ჩავუშოღლუ

ანკარა აზერბაიჯანს ნებისმიერ ვითარებაში დაუჭერს მხარს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

-„სამხრეთ კავკასიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებებთან ერთდ აზერბაიჯანის ოკუპირებული მიწებიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის მოწოდებებიც უნდა გაკეთდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კონფლიქტის დარეგულირების რეალურ მისწრაფებებზე. საქართველოსა და უკრაინისგან განსხვავებით, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისსა და კიევს მკაფიოდ უჭერს მხარს, მთიანი ყარაბაღის საკითხში აგრესორი სომხეთის მიმართ მკაცრი კრიტიკა არ ისმის“, – განაცხადა  მევლუთ ჩავუშოღლუმ.

კომენტარები