„თურქეთი დროულად უპასუხებს ბაიდენის განცხადებებს“

თურქეთი სომეხთა გენოციდის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას უახლოეს თვეებში უპასუხებს.

-„უახლოეს დღეებსა და თვეებში სხვადასხვა ფორმისა და ხარისხის რეაქცია იქნება. ყველა ქმედება ამ ძალიან სამწუხარო განცხადების შედეგი იქნება. იმის თქმა, –  თურქები, ჩვენი წინაპრები გენოციდურ ქმედებებში მონაწილეობდნენ, უბრალოდ აღმაშფოთებელია. ეს ისტორიული ფაქტებით არ დასტურდება“, –  განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ ქალინმა.

24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.

ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, – აშშ-ის ხელისუფლება უგულებელყოფს ისტორიას და ლობისტების მოთხოვნებს ემორჩილება. ჯო ბაიდენის განცხადების გამო, აშშ-ის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

კომენტარები