თურქეთი თავის სამეზობლოში ყველას ოპონენტად განიხილავს და თითქმის აღარავისთან აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა

თურქეთი თავის სამეზობლოში ყველას ოპონენტად განიხილავს და თითქმის აღარავისთან აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა, საფრთხე ჩვენც გვემუქრება, მითუმეტეს, რომ დავუთ ოღლუს და ერდოღანს არაერთხელ გამოუთქვამთ პრეტენზია აჭარაზე.

თურქეთი ოპონენტად მიიჩნევს ისრაელს (სადაც ერდოღანი მხარს უჭერს პალესტინელ ბოევიკებს),
სირია (სადაც ერდოღანმა ჯარები შეიყვანა), ირანი (სადაც თურქეთს სურდა სირია ირანის საზღვრის კონტროლი და სადაც პროთურქულ ტერორისტულ დაჯგიფებებს იარაღით ამარაგებს)
რა თქმა უნდა საბარძნეთი რომელსაც ზღვაზე ენერგო რესურსებს ედავება და არაერთხელ შეიჭრა საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში.
ოკიანის გაღმა კი ამერიკა, რომელთანაც ერდოღანი თითქმის ვეღარ პოულობს საერთო ენას.
რუსეთთან რომელიც კავკასიის რეგიონს არცერთ შემთხვევაში არ დათმობს და აქ თურქეთის გავლენების გაზრდას არ დაუშვებს.

ვფიქრობ საქართველომაც თურქეთთან მიმართებაში პოზიციები უნდა შეიცვალოს, მეტად პრაგმატულად უნდა შეფასდეს ერდოღანის მიზნები და ინტერესები რეგიონში, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ ასხამს ჩვენს წისქვილზე წყალს.

თურქეთის მაგალითზე, უნდა გავაცნოებიეროთ, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი არ არის ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება იყოს უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტი, რადგან რეგიონში სწორედ ალიანსის წევრი სახელმწიფოები გახლავთ სამხედრო დაპირისპირებების პირველი მაპროვოცირებელი და სწორედ წევრ სახელმწიფოს აქვს იმპერიალისტური ზრახვები.

სპარსეთის ყურიდან კავკასიის რეგიონამდე დაპირისპირებების მთავარი კერების შემქმნელი ნატოს ორი წევრი სახელმწიფო თურქეთი და ამერიკა გახლვთ.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები