„თურქეთმა მთიან ყარაბაღში საომრად სირიელი ჯიჰადისტები გაგზავნა – სანდო ინფორმაცია“ – ემანუელ მაკრონი

თურქეთმა მთიან ყარაბაღში საომრად სირიელი ჯიჰადისტები გაგზავნა. ამის შესახებ ამის შესახებ  საფრანგეთის პრეზიდენტმა,  ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ამ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

-„მთიან ყარაბაღში რთული მდგომარეობაა. გვაქვს სანდო ინფორმაცია, – ჯიჰადისტური დაჯგუფებების არაერთმა წევრმა სირია დატოვა, მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებს შეუერთდა. მთიან ყარაბაღში, დაჭრილი ფრანგი ჟურნალისტების სამშობლოში დასაბრუნებლად საფრანგეთის მთავრობამ თვითმფრინავი გაგზავნა“, – განაცხადა მაკრონმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა და მისმა რუსმა და ამერიკელმა კოლეგებმა მთიანი ყარაბაღის საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, – მხარეებს  საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები