თურქეთმა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაცია დაიწყო
თურქეთმა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მზად არის დამოუკიდებლად ჩაატაროს სამხედრო ოპერაცია თავის საზღვართან, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მას მიაჩნია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ თავისი დაპირება არ შეასრულა.
დამოუკიდებელი სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ თურქეთის ლიდერმა 1 ოქტომბერს განაცხადა. ხუთი დღის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს თურქეთის ხელისუფლების მოქმედებებს სირიის ჩრდილოეთით. ამ რეგიონში განლაგებულია ქურთთა ძალები. ისინი აშშ-ს მოკავშირეები არიან, თურქეთი მათ ტერორისტებად მიიჩნევს.
ტრამპი თურქეთს ეკონომიკის განადგურებით დაემუქრა, თუ ის „დაშვებულ ზღვარს გადავიდოდა“.