თურქეთმა შიდა ფრენები განაახლა

თურქეთმა შიდა ფრენები განაახლა. ამ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ფრენები კორონავირუსის პანდემიის გამო 28 მარტის შემდეგ იყო შეჩერებული.

პირველ ეტაპზე ფრენები სტამბოლიდან იზმირის, ანტალიის, ტრაბზონისა და ანკარის მიმართულებით განხორციელდება. დანარჩენი აეროპორტები მუშაობას მოგვიანებით განაახლებენ.

აეროპორტში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს.

კომენტარები