თურქეთს ახალი ამერიკული სანქციები ემუქრება

ნატო მოუწოდებს თურქეთს, ალიანსის წევრ ქვეყნებთან დაიწყოს მუშაობა რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემებისს S-400 – ს ალტერნატივით ჩანაცვლებაზე.
განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა – იენს სტოლტენბერგმა.
სტონტელბერგის განცხადებით S – 400 ტიპის სისტემები საფრთხეს უქმნის მოკავშირეთა თვითმფრინავებს და შესაძლოა გამოიწვიოს აშშ-ს სანქციები”.
”ეს არის თურქეთის გადაწყვეტილება, მაგრამ S-400 არ შეესაბამება ნატოს სარაკეტო თავდაცვის სისტემას. ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთს ითანამშრომლოს მოკავშირეებთან ალტერნატიული სისტემის შესაძენად.
მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ S-400 – ბს ქვეყანაში ჯერ საბრძოლო მოვალეობა არ შეუსრულებია.
აგვისტოში ცნობილი გახდა თურქეთში S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების მეორე პოლკის მიწოდების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები