თურქეთში, კორონავირუსის გამო ქუჩაში სიგარეტის მოწევა აიკრძალა

თურქეთში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, ხალხმრავალ ქუჩებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე სიგარეტის მოწევა იკრძალება. ამ ინფორმაციას РИА Новости რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცირკულარზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოწევის დროს ადამიანები იხსნიან პირბადეებს, იწევენ მათ ქვემოთ, არ იყენებენ მათ სწორად. 12 ნოემბრიდან ყველა პროვინციაში იკრძალება მოწევა ხალხმრავალ ქუჩებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე.

პირბადეების გამუდმებული ტარება უკიდურესად მნიშვნელოვანია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, რომელიც იოლად გადაეცემა სუნთქვით“, – ნათქვამია ცირკულარში.

 11 ნოემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 2 693 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

თურქეთში ამ დროისთვის, კორონავრიუსის 402 053 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 11 145 ადამიანი.

 

კომენტარები