თურქეთში მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა

თურქეთში, ტბა ვანზე, ქვეყნის აღმოსავლეთით, მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა. გემზე 60-მდე არალეგალური მიგრანტი იმყოფებოდა. დაიღუპა 6 ადამიანი. ამ ინფორმაციას თურქული მედია შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ჩაძირული გემი ტბის ფსკერზე 110 მეტრის სიღრმეზეა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 11 ადამიანი. მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო ოპერაცია.

კომენტარები