თურქეთში რუსეთის სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტის ყველა წევრი დაიღუპა

რუსული სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი თურქეთში ჩამოვარდა. Be-200-მა ავიაკატასტროფა ქალაქ ადანასთან განიცადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა – 5 რუსეთის,  3- თურქეთის მოქალაქე. მედიის ცნობით, ვერც ერთი მათგანი ვერ გადარჩა.

თვითმფრინავი იქ ხანძრის ჩასაქრობად იყო. ავიაკატასტროფის გამოსაძიებლად თურქეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია გაემგზავრება.

როგორც ტელეარხი NTV იუწყება, ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ტელეარხის მონაცემებით, ხანძრის ქრობის დაწყების შემდეგ თვითმფრინავთან კავშირი შეწყდა. ეს იყო ერთ-ერთი თვითმფრინავი, რომელიც მუღლას პროვინციაში ხანძრების ქრობაში მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავმა წყლის აღების შემდეგ საჭირო სიმაღლე ვერ განავითარა და კლდეებს შეეჯახა.

კომენტარები