თურქეთში რუსული ვაქცინა დაამტკიცეს

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ს გამოყენება დაამტკიცა. ამ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჯა Twitter -ის გვერდზე ადასტურებს.

თურქეთში იმუნიზაცია ორი ვაქცინით მიმდინარეობს.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიური მაჩვენებელი ძალიან გაიზარდა. ყოველ 24 საათში საშუალოდ 40-50 ათასი ადამიანი ინფიცირდება.

ანკარამ 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრულმასშტაბიანი ჩაკეტვა გამოაცხადა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ყველაფერი დაიკეტება, მუშაობას მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისა და აუცილებლობის სამსახურები გააგრძელებენ.

თურქეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 4 788 700 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 000 ადამიანი.

კომენტარები